აშშ-ის შტატ ფლორიდას ტროპიკულმა ქარიშხალმა სახელად დებიმ გადაუარა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ქარიშხალი ფლორიდას გამთენიისას დაატყდა თავს. მისი სიჩქარე 130 კმ/ს-ს აღწევდა. სტიქიას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 12 წლის გოგონა და 13 წლის ბიჭი. გარდაცვლილთა შორის აგრეთვე არიან 19 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, ერთ-ერთი სატვირთოს მძღოლი და 38 წლის ქალბატონი 12 წლის შვილთან ერთად.
ასიათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მაშველებმა 700-მდე ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. ამერიკის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ფლორიდიდან დები ჯორჯიის შტატში გადაინაცვლებს, შემდეგ ატლანტის ოკეანეში, ხოლო სამშაბათს საღამოსთვის მოძლიერდება და სამხრეთ კაროლინას თავს დაატყდება.