ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს შეუძლია ისრაელზე თავდასხმა დღესვე განახორციელოს.
მისი თქმით, ეს არ მოხდებოდა პრეზიდენტის თანამდებობაზე რომ ყოფილიყო.
„გავიგე, რომ დღეს ირანი ისრაელზე თავდასხმას განახორციელებს. მათ თავს დღეს დაესხმებიან. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, სიტყვა თავდასხმასაც კი ვერავინ იტყოდა და ეს არ განხორციელდებოდა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.