ბელგიური მედია: ბრიუსელის ცენტრში, ნატოში აზერბაიჯანის ელჩი და მისი მეუღლე გაძარცვეს

ბრიუსელში, ნატოში აზერბაიჯანის ელჩი და მისი მეუღლე გაძარცვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბელგიური მედია ავრცელებს.

ბრიუსელის პროკურატურა ადასტურებს, რომ ინციდენტი მოხდა ლუიზის გამზირზე, მაგრამ ამ დროისთვის დამატებით დეტალებს არ ასაჯაროვებს და არ ასახელებს დაზარალებულთა ვინაობას.

როგორც ბელგიური მედია იუწყება, ელჩი და მისი მეუღლე ბრიუსელის ცენტრში სეირნობდნენ, როდესაც მათ ორი თავდამსხმელი უკნიდან მიუახლოვდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი თავდამსხმელი შეიარაღებული იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა „როლექსის“ ორი საათი და ჩანთა წაართვეს დიპლომატსა და მის მეუღლეს.