ბლინკენმა ისრაელს და ირანს ესკალაციის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ირანსა და ისრაელს, ესკალაციის თავიდან აცილებისკენ, ხოლო „ჰამასის“ ახალ ლიდერს მოლაპარაკებების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ინტენსიურ დიპლომატიურ სამუშაოს ვაწარმოებდით ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, ჩვენ მიგვაქვს ეს მოსაზრება ირანამდე. ჩვენ ეს გზავნილი, ასევე, უშუალოდ ისრაელს გადავეცით. აუცილებელია, რეგიონში ყველამ შეაფასოს სიტუაცია, გააცნობიეროს შეცდომის რისკი და მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც დაძაბულობას მოხსნის და არ გაზრდის მას“, – აცხადებს ბლინკენი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ასევე, გამოეხმაურა „ჰამასის“ პოლიტიკური ფრთის ახალ ლიდერად იაჰია სინვარის დანიშვნას.

ბლინკენის თქმით, სინვარს ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უზრუნველყოფა შეუძლია