„ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა აცხადებს, რომ ისრაელის მხრიდან თავდასხმაზე პასუხი იქნება „ძლიერი და ეფექტური“.
ნასრალას თქმით, „ჰეზბოლა“ შესაბამის მომენტს დაელოდება პასუხისთვის, მაგრამ მან დეტალები არ გაამხილა პასუხის დროზე ან ფორმაზე.
„ჩვენი ლიდერის მკვლელობის შემდეგ „ჰეზბოლა“ ვალდებულია, უპასუხოს და ირანიც უპასუხებს, „ჰეზბოლაც“ უპასუხებს. მტერი როდესაც ელოდება, თვალს ადევნებს და ფიქრობს, რომ ნებისმიერი რეაქცია პასუხია, ეს თავისთავად წარმოადგენს პასუხს.
ლიბანში ჩვენ ვზრუნავთ ხალხსა და ქვეყანაზე. ვზრუნავთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და ინფრასტრუქტურაზე, ვზრუნავთ, რომ ბევრი ხალხი არ დაშავდეს. ჩვენ ამ ტვირთს ვატარებთ. თუმცა ჩვენ ვერავის ვთხოვთ ვერც ლიბანში და ვერც მის ფარგლებს გარეთ, გაუმკლავდეს იმ აგრესიას, რომელიც ერთი კვირის წინ მოხდა.
ჩვენი პასუხი იქნება ძლიერი და ეფექტური. ჩვენ და მათ მხოლოდ რამდენიმე დღე და ღამე გვაშორებს, ვიდრე ბრძოლის ველზე შევხვდებით“, – აღნიშნა „ჰეზბოლას“ ლიდერმა.