ნიგერმა უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ განაცხადა და კიევი ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
როგორც ნიგერის სამხედრო ხუნტის წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ამადუ აბდრამანმა განაცხადა, მისი ქვეყანა აპირებს მიმართოს გაეროს უშიშროების საბჭოს, რათა განიხილონ „უკრაინის აგრესია“.
5 აგვისტოს კიევთან დიპლომატიური ურთიერთობები მალიმ გაწყვიტა. მან უკრაინა დაჯგუფება „ვაგნერის“ და მალის სამთავრობო ძალებზე ტაურეგების თავდასხმაში მონაწილეობაში დაადანაშაულა.
აგვისტოს დასაწყისში სენეგალის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი დაიბარეს, რადგანაც ელჩმა მალიში ამბოხებულებს მხარი დაუჭირა. ეს კი სენეგალში „ტერორიზმის გამართლებად“ ჩათვალეს.
ივლისის დასაწყისში ამბოხებულმა ტაურეგებმა განაცხადეს, რომ მალის ჩრდილოეთ ნაწილში „ვაგნერის“ 84 „ბოევიკი“ და მალის სამთავრობო ძალების 47 სამხედრო მოკლეს.