რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს აცნობა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში შეჩერებულია.
გერასიმოვის თქმით, რუსი სამხედროების ქმედებების შედეგად, უკრაინის ძალებმა დაკარგეს 315 ადამიანი, მათ შორის, სულ მცირე, 100 დაღუპული და 215 დაჭრილი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სამშაბათს განაცხადეს, რომ უკრაინული ძალები, 300-მდე ჯარისკაცის, 11 ტანკისა და 20-ზე მეტი ჯავშანმანქანის მხარდაჭერით, თავს დაესხნენ რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ქვედანაყოფების პოზიციებს ნიკოლაევო-დარიინოსა და ოლეშნიას დასახლებულ პუნქტებში კურსკის ოლქში.