უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საომარი მდგომარეობის 9 ნოემბრამდე გახანგრძლივების შესახებ კანონს ხელი მოაწერა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული საინფორმაციო სააგენტო unian.net ავრცელებს.
სააგენტოს მტკიცებით, ზელენსკიმ ასევე საყოველთაო მობილიზაციის შესახებ კანონს მოაწერა ხელი. ხელმოწერილი კანონები დღესვე გადაეგზავნა უკრაინის უმაღლეს რადას.
უკრაინის პარლამენტმა 23 ივლისის სხდომაზე კანონპროექტს საომარი მდგომარეობის 9 ნოემბრამდე გახანგრძლივების შესახებ მხარი დაუჭირა. საომარი მდგომარეობის გარდა უკრაინელმა დეპუტატმა 9 ნოემბრამდე საყოველთაო მობილიზაციაც გაახანგრძლივეს.
უკრაინაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია 2022 წლის 24 თებერვლიდან მოქმედებს. პარლამენტი ამ რეჟიმებს პერიოდულად ახანგრძლივებს.