ოპოზიცია წამსვლელია ყველაფერზე, როდესაც საქმე ეხება ხელისუფლებაში მათი მოსვლის ამოცანას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ჯგუფი პოლიტიკური მიზნის მისაღწევად ხოცვა-ჟლეტას ახორციელებდა ქუჩაში.
„ჩვენ გვაქვს საქმე ადამიანებთან (ოპოზიცია) რომლებიც ხოცვა-ჟლეტას განახორციელებდნენ ქუჩებში, საპატიმროებში და მათთვის ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო, როდესაც მათ შორის გარკვეული პოლიტიკური მიზნის მიღწევა უნდოდათ. ცნობილია, რომ ეს ჯგუფი წამსვლელია ყველაფერზე, როდესაც საქმე ეხება ხელისუფლებაში მათი მოსვლის ამოცანას და შემდგომ უკვე პროცესის განვითარებას, რომელსაც საქართველოს უკრაინიზაცია ჰქვია“, – აცხადებს ვოლსკი.