WP: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობაზე თავადაა პასუხისმგებელი

ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანში „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობაზე თავადაა პასუხისმგებელი, – წერს Washington Post ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

გაზეთის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აღშფოთებულნი იყვნენ ჰანიეს ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების გამო და გამოხატავდნენ შეშფოთებას, რომ ამან შეიძლება შეაფერხოს ღაზაში ზავის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები.

გამოცემის ინფორმაციით, ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის, გასულ კვირას, ჰანიეს სიკვდილის შემდეგ, დაძაბული საუბარი შედგა.

Washington Post-ის ცნობით, აშშ-ის ოფიციალური პირები, ასევე, აღშფოთებულნი არიან იმის გამო, რომ ისრაელმა მათ არ მიაწოდა ინფორმაცია სხვა ოპერაციების დაწყებამდეც, მათ შორის „ჰეზბოლას“ მეთაური ლიკვიდაციის შესახებ.