ბელორუსის რეჟიმი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიული ომის თანამონაწილე გახდა, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
„პოლიტიკური, სამხედრო და ლოგისტიკური მხარდაჭერის გარდა, მან ხელი შეუწყო უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციას რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებიდან. როგორც კი ბელორუსია დაადგება დემოკრატიული ტრანსფორმაციის გზას, ევროკავშირი მხარს დაუჭერს მისი ეკონომიკის სტაბილიზაციას“, – აღნიშნა ბორელმა.