ევროკავშირი მექსიკას მოუწოდებს, დააკავოს პუტინი, თუ ის მექსიკის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება

ევროკომისიამ მექსიკის მთავრობას მოუწოდა, დააკავოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, თუ ის დაესწრება არჩეული პრეზიდენტის კლაუდია შეინბაუმის ინაუგურაციას, – წერს Euractiv.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სპიკერმა პიტერ სტანომ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მექსიკის წევრობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) ნიშნავს, რომ ქვეყანა კანონიერად არის ვალდებული დააპატიმროს პუტინი, თუ იგი დათანხმდება ლათინური ამერიკის ქვეყნის მიწვევას ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად, რომელიც 1-ელ ოქტომბერს გაიმართება.

ცნობილია, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ პუტინის დაპატიმრების ორდერი 2023 წლის მარტში გასცა და რუსეთის პრეზიდენტს ბრალი წაუყენა ომის დანაშაულებში, მათ შორის ბავშვების უკანონო დეპორტაციაში უკრაინიდან რუსეთის ფედერაციაში 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

„ჩვენ გვჯერა, რომ მექსიკა შეასრულებს თავის ვალდებულებებს, როგორც ICC-ის წევრი“, – ხაზგასმით აღნიშნა სტანომ.

თავის მხრივ, სტანომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ  „მექსიკას, ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყანას, აქვს უფლება განავითაროს თავისი საერთაშორისო ურთიერთობები საკუთარი ინტერესების შესაბამისად“.