იაპონიაში, ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა:  7,1 მაგნიტუდის და 5.4 მაგნიტუდის სიმძლავრის 

იაპონიაში, ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა, ნიჩინანის ჩრდილო-აღმოსავლეთით 7,1 მაგნიტუდის და 5.4 მაგნიტუდის სიმძლავრის.

მედია, ოფიციალური პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ცხრა ადამიანი დაშავდა იაპონიის სამხრეთ მთავარ კუნძულ კიუშუზე, მაგრამ დაზიანებები ძირითადად მსუბუქი იყო. სერიოზული ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

იაპონიის საზოგადოებრივმა ტელევიზიამ განაცხადა, რომ მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს მიაძაკის აეროპორტში მინები ჩამსხვრეულია. უსაფრთხოებისთვის, აეროპორტის ასაფრენი ბილიკი დროებით დაიკეტა.