ჯო ბაიდენის წერილი სალომე ზურაბიშვილს – “იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით”

“იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ვარ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბით, რომ­ლის მა­გა­ლით­საც წარ­მო­ად­გენს კრემ­ლის სტი­ლის “უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის” კა­ნო­ნი და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის ცრუ გან­ცხა­დე­ბე­ბი, რაც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ნატო-ს წევ­რო­ბის ნორ­მებს. მი­უ­ხე­და­ვად ამ ნა­ბი­ჯე­ბი­სა, ერ­თგულ­ნი ვრჩე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის და მისი ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბის მი­მართ”, – ამის შე­სა­ხებ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი­სად­მი გაგ­ზავ­ნილ წე­რილ­შია ნათ­ქვა­მი, რო­მელ­საც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს.

  • აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი ოკუ­პა­ცი­ის 16 წლის­თავ­ზეც სა­უბ­რობს და გან­მარ­ტავს, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მტკი­ცედ რჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მხარ­დამ­ჭე­რი მის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სა­ზღვრებ­ში.

“ძვირ­ფა­სო ქალ­ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, მსურს ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხვე­ვით და ამე­რი­კე­ლი ხალ­ხის სა­ხე­ლით გა­მოვ­ხა­ტო პა­ტი­ვის­ცე­მა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სუ­ლის­კვე­თე­ბის მი­მართ, რუ­სე­თის შე­მოჭ­რის და შემ­დგომ­ში თქვე­ნი ქვეყ­ნის ერთი მე­ხუ­თე­დის ოკუ­პა­ცი­ის 16 წლის­თავ­ზე.

  • ამ დღეს ვიხ­სე­ნებთ რუ­სე­თის სას­ტი­კი შე­მოჭ­რის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლებს, და­შა­ვე­ბუ­ლებ­სა და დევ­ნი­ლებს, ასე­ვე ვხე­დავთ კრემ­ლის მუდ­მივ მცდე­ლო­ბას, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ხარ­ჯზე, გა­ზარ­დოს თა­ვი­სი დო­მი­ნი­რე­ბა ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ზე. შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მტკი­ცედ რჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მხარ­დამ­ჭე­რი მის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სა­ზღვრებ­ში.

მინ­და ასე­ვე აღ­ვნიშ­ნო ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მკა­ფიო ნება, რო­მე­ლიც გა­ნაგ­რძობს თა­ვი­სი ევრო-ატ­ლან­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვას. შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მი­ე­სალ­მე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მო­მავ­ლი­სად­მი სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის ურ­ყევ ერ­თგუ­ლე­ბას, რა­შიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­აქვს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სა და მო­საზ­რე­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვით.

იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ვარ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბით, რომ­ლის მა­გა­ლით­საც წარ­მო­ად­გენს კრემ­ლის სტი­ლის “უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის” კა­ნო­ნი და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის ცრუ გან­ცხა­დე­ბე­ბი, რაც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ნატო-ს წევ­რო­ბის ნორ­მებს. მი­უ­ხე­და­ვად ამ ნა­ბი­ჯე­ბი­სა, ერ­თგულ­ნი ვრჩე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის და მისი ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბის მი­მართ.

32 წლი­ა­ნი ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ერ­თად ვი­ცავთ მშვი­დო­ბას, სტა­ბი­ლუ­რო­ბას, თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს. ეს სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი აერ­თი­ა­ნებს ჩვენს ქვეყ­ნებს და ვიცი, რომ ეს ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი მო­მა­ვალ­შიც გა­ა­ერ­თი­ა­ნებს ჩვენს ხალ­ხებს“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია წე­რილ­ში.