კატალონიის პარლამენტმა რეგიონის პრეზიდენტად სოციალისტური მუშათა პარტიის წარმომადგენელი სალვადორ ილა აირჩია

კატალონიის პარლამენტმა რეგიონის პრეზიდენტად სოციალისტური მუშათა პარტიის წარმომადგენელი სალვადორ ილა აირჩია. მის კანდიდატურას მხარი 68 დეპუტატმა დაუჭირა, 66-მა კი ხმა წინააღმდეგ მისცა. კატალონიის პარლამენტის გადაწყვეტილება ახლა ესპანეთის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

კატალონიის პარლამენტმა რეგიონის პრეზიდენტად სოციალისტური მუშათა პარტიის წარმომადგენელი სალვადორ ილა აირჩია

კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე კატალონიაში დაბრუნდა რეგიონის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი, რომელიც 7 წლის განმავლობაში ბელგიას აფარებდა თავს. ბარსელონაში მან მრავალრიცხოვანი მიტინგის მონაწილეებს მიმართა, რის შემდეგაც ტერიტორია სწრაფად დატოვა. პოლიციამ მასზე ძებნა გამოაცხადა. სეპარატისტთა ყოფილ ლიდერებზე ესპანეთის პარლამენტმა ამნისტია მარტში გამოაცხადა, თუმცა პუჩდემონის დაკავების ორდერი ამ დრომდე მოქმედებს.