მექსიკის მოქმედმა პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეზ ობრადორმა განაცხადა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მექსიკის ახალი ლიდერის კლაუდია შეინბაუმის ინაუგურაციაზე ჩამოვა, მას მექსიკელი სამართალდამცველები არ დააკავებენ. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
„ჩვენ ეს არ შეგვიძლია. ეს არაა ჩვენი საქმე“, – ციტირებს ობრადორს Reuters-ი.
შეინბაუმის ინაუგურაცია 1 ოქტომბერს არის დაგეგმილი. პუტინი ფიცის დადების ცერემონიაზე ოფიციალურად მექსიკის ახალი პრეზიდენტის გუნდა მიიწვია.
უკრაინის ხელისუფლებამ 7 აგვისტოს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოცემული ორდერის საფუძველზე მექსიკას პუტინის დაპატიმრება სთხოვა.