აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ყოფილი ამერიკელი მზვერავის, გაეროს ყოფილი ინსპექტორის სკოთ რითერის სახლში ჩხრეკა ჩაატარა.
როგორც თავად რითერმა საკუთარ სახლთან შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, მას ბრალად ამერიკული უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის, FARA-ს დარღვევაში ადანაშაულებენ.
„ის, რაც ჩემს სახლში ხდება, უკავშირდება იმას, რომ აშშ-ის მთავრობა მე უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის დარღვევაში მადანაშაულებს. მე ახლავე გეტყვით, რომ არ დამირღვევია უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“, – განაცხადა მან.
რითერი მიიჩნევს, რომ სინამდვილეში ჩხრეკა თავისუფალ სიტყვაზე ზეწოლას ემსახურება, ვინაიდან ის ბოლო პერიოდში უკრაინაში აშშ-ის მიერ გატარებულ პოლიტიკას აკრიტიკებდა.
მისი თქმით, ის არ აპირებს გაჩუმებას და მაინც გააგრძელებს თავისი საქმის კეთებას.