უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კურსკის ოლქში სამხედრო ოპერაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე განაცხადა, რუსეთმა ომი მოიტანა და უნდა გრძნობდეს მას.
მან მადლობა გადაუხადა თითოეულ მეომარს, ყველა ჯარისკაცს და მეთაურს, რომლებიც უზრუნველყოფენ უკრაინის პოზიციების დაცვას.
„მადლობელი ვარ ყოველი მებრძოლის, ყოველი ჯარისკაცისა და მეთაურის, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი, უკრაინული, პოზიციების დაცვასა და ჩვენი თავდაცვის ამოცანების შესრულებას. უკრაინელებს გამოსდით საკუთარი მიზნების მიღწევა. და ჩვენ არ ავირჩიეთ ომში მიზნების მიღწევა. რუსეთმა ომი მოიტანა ჩვენს მიწაზე და უნდა გრძნობდეს, თუ რა გააკეთა. ჩვენ კი ვცდილობთ რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს მშვიდობიან დროს – სამართლიანი მშვიდობის პირობებში. და ეს მოხდება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.