The Wall Street Journal: აშშ-მა გააფრთხილა ირანი, რომ ის დამანგრეველ დარტყმას მიიღებს, თუ ის დიდ თავდასხმას განახორციელებს ისრაელზე

აშშ-მა ირანი გააფრთხილა, რომ მისმა მთავრობამ და ეკონომიკამ შეიძლება დამანგრეველი დარტყმა განიცადოს, თუ ის მასშტაბურ თავდასხმას განახორციელებს ისრაელის წინააღმდეგ, – იუწყება The Wall Street Journal, უსახელო ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.

ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, გაფრთხილება თეირანს გადაეცა, როგორც პირდაპირ შუამავლების მეშვეობით.

„აშშ-მა ირანს გაუგზავნა მკაფიო მესიჯი, რომ ისრაელის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი საპასუხო თავდასხმის შემთხვევაში, სერიოზული ესკალაციის რისკი ძალიან მაღალია.

„ვაშინგტონმა ასევე შეატყობინა თეირანს, რომ რომ ირანის ეკონომიკისა და მისი ახლად არჩეული მთავრობის სტაბილურობისთვის სერიოზული რისკი არსებობს, თუ ის ამ გზით წავა“, – დასძენს ამერიკელი ოფიციალური პირი.

ოფიციალური პირები, ასევე, არ არიან დარწმუნებულნი, „ჰეზბოლა“ ცალ-ცალკე დარტყმებს თუ ირანთან ერთად.