აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის თანახმაა, კამალა ჰარისთან დებატები 3-ჯერ გამართოს.
მედიის ცნობით, დებატები 4 სექტემბერს გაიმართება Fox News-ზე, 10 სექტემბერს ABC News-ზე და 25 სექტემბრის დებატები გადაიცემა NBC News-ზე.
დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ ტელემაუწყებლების ხელმძღვანელები შემოთავაზებაზე თანახმა არიან, თუმცა ის ელოდება კამალა ჰარისის თანხმობას.