ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირობას დებს, რომ უკრაინაში ომს ფიცის დადებამდე დაასრულებს.
Breitbart News-თან ინტერვიუში პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ იცნობს ორივე პრეზიდენტს და სჯერა სამშვიდობო მოლაპარაკების.
„ვიცნობ ორივე სახელმწიფოს მეთაურს. ძალიან კარგად ვიცნობ პრეზიდენტ პუტინს. მინდა, რომ დასრულდეს სიკვდილი და განადგურება. ისინი ანადგურებენ მსოფლიოს გარკვეული ნაწილის მთელ ქსოვილს. მინდა, რომ მოლაპარაკება მოხდეს და დასრულდეს ეს ომი“, – დასძინა ტრამპმა.
ტრამპი აცხადებს, რომ ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი გააგრძელებს ამ ომს, ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულის ხარჯზე, ხოლო მისი უმოქმედობა მსოფლიოს გლობალურ ომში ჩაითრევს, რომელშიც მილიონობით ადამიანი დაიღუპება.
ტრამპის თქმით, ჰარისი უკრაინაში ომის დასრულებას ვერ შეძლებს.