უკრაინა აშშ-ს ATACMS-ის რუსეთის აეროდრომებზე თავდასხმებისთვის გამოყენების ნებართვას სთხოვს | The Washington Post

უკრაინა ამერიკის შეერთებულ შტატებს ნებართვას სთხოვს, რომ  ATACMS-ი  რუსეთის აეროდრომებზე თავდასხმებისთვის გამოიყენოს. ამის შესახებ The Washington Post-ი პრეზიდენტ ზელენსკის მრჩევლის ანონიმურ განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილება უკრაინელ სამხედროებს შეუნარჩუნებს კონტროლს კურსკის ოლქის ტერიტორიებზე, რითაც მიეცემა რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებისთვის აუცილებელ ბერკეტები.

ივლისის თვეში პენტაგონის პრესმდივნის მოადგილე საბრინა სინგხი აცხადებდა, რომ შეერთებული შტატები ჯერ კიდევ არ უჭერს მხარს ამერიკული იარაღით დარტყმებს რუსეთში.

რაც შეეხება კურსკის მოვლენებს, როგორც საბრინა სინგხმა 8 აგვისტოს ბრიფინგზე განაცხადა, უკრაინის ქმედებები კურსკის რეგიონში შეესაბამება შეერთებული შტატების პოლიტიკას.

“ჩვენ თავიდანვე ვუჭერდით მხარს უკრაინას, რომ თავი დაიცვან თავდასხმებისგან, რომლებიც საზღვრის მიღმა ხორციელდება. ასე რომ, ისინი იღებენ ზომებს, რათა დაიცვან თავი თავდასხმებისგან”- განაცხადა საბრინა სინგხმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა კი განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს კიევის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი.

“იმ ქმედებებით, რომელსაც ახლა ახორციელებენ, ჩვენს პოლიტიკას არ არღვევენ” – განაცხადა მილერმა.