რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი ბალტიის ზღვის თავზე, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში გადაფრინდა ავიადისპეტჩერებთან კონტაქტის გარეშე. მის შესაჩერებლად ჰაერში გერმანიის და შვედეთის საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებლები გაუშვეს. ამის შესახებ გერმანიის საჰაერო ძალების პრესსამსახური სოციალურ ქსელში იტყობინება.
„განგაში ბალტიის ზღვის რეგიონში! ნატოს მოკავშირეების საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შვედეთმა და გერმანიამ ჰაერში თვითმფრინავები გაუშვეს რუსული IL-20M საზღვაო საპატრულო თვითმფრინავის შესაჩერებლად.
თვითმფრინავი იმყოფებოდა კუნძულ რუგენის მახლობლად საჰაერო სივრცეში ფრენის გეგმის და სამოქალაქო საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახურთან კონტაქტის გარეშე“, – იტყობინება გერმანიის საჰაერო ძალების პრესსამსახური.