დავით მათიკაშვილი: „დემოკრატიის ფესტივალი“ ეს არის ის შირმა, რომლის უკან წინასაარჩევნოდ ქართულო ოპოზიციური ფლანგის დაფინანსება იმალება

იქ, სადაც სააკაშვილის ფოტო გამოჩნდება და რადიკალური ოპოზიციის ინტერესი წამოიწევს წინა პლანზე, დემოკრატიაზე ვერაფრით ვერ ვისაუბრებ, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი „დემოკრატიის ფესტივალის“ სახელით შეფუთული ღონისძიებას, რომელიც დღეს ქუთაისში გაიმართა.

x

„დემოკრატიის ფესტივალი“ ეს არის ის შირმა, რომლის უკან იმალება წინასაარჩევნო პროცესებში ქართულო ოპოზიციური ფლანგის დაფინანსება იმ ძალების მიერ, რომელთაც ქართული კანონმდებლობის შესაბამისად ამის უფლება არ გააჩნიათ; არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც უცხოეთიდან შემოედინებათ თანხები და მალავენ რა, მათ რეალურ მიზანს, ისინი საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრიან. ეუბნებიან, თითქოს, რაიმე ფორმით რაღაც ფესტივალებს ატარებენ. იქ, სადაც სააკაშვილის ფოტო გამოჩნდება და რადიკალური ოპოზიციის ინტერესი წამოიწევს წინა პლანზე, დემოკრატიაზე ვერ ვისაუბრებ“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

„დემოკრატიის ფესტივალის“ სახელით შეფუთული ღონისძიება კახეთის შემდეგ, დღეს ქუთაისში გაიმართება.

საქართველოში დანიის საელჩო არ პასუხობს „იმედის“ შეკითხვას, როგორ აღმოჩნდა დანიის მიერ დაფინანსებულ „დემოკრატიის ფესტივალზე“ მსჯავრდებულ სააკაშვილის გათავისუფლების ბანერები და ჰქონდა თუ არა ამაზე საელჩოს რეაგირება.

არასამთავრობო ორგანიზაციამ – „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” მანამდე დემოკრატიის სახელით ფესტივალი თელავში ჩაატარა, სადაც ტერიტორიის დიდი ნაწილი ოპოზიციური პარტიების პავილიონებს დაეთმო. ფესტივალის ორგანიზატორები, რომლებიც დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტიდან ფინანსდებიან, ოპოზიციის პიარით დაკავდნენ.