კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს და საქართველოში სენატორ ჯინ შაჰინისა და კონგრესმენ მაიკ ტერნერის ვიზიტს ეხმაურება.
„სტუმარი ღვთისაა! სალამი ამერიკელ სტუმრებს Ms.შაჰინს და Mr.ტერნერს! ვიცით რა მათი ღვაწლი ადამიანის უფლებების დაცვის და დემოკრატიის ქომაგობის სფეროში, პირველად მათ ვიზიტს ღაზაში და უკრაინაში ველოდით! ჩანს, დღეს დემოკრატებისთვის ქართველი ხალხის პოლიტიკური შანტაჟი პრიორიტეტულია!“, – წერს გოგა ხაინდრავა.