ისრაელმა სამხრეთ ლიბანში „ჰამასის“ მაღალჩინოსანი მოკლა

ისრაელმა საჰაერო დარტყმის შედეგად, უსაფრთხოების საკითხებში „ჰამასის“ მაღალჩინოსანი მოკლა.

თავდასხმა ლიბანის სამხრეთით, საპორტო ქალაქ სიდონთან მოხდა.

მოკლული სამერ ალ-ჰაჯი ჰამასის უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ მაღალ თანამდებობას იკავებდა. ის პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკში მუშაობდა.

სააგენტოს ინფორმაციით, სამერ ალ-ჰაჯი ლიბანის სამხრეთით, საპორტო ქალაქ სიდონში ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მისი ლიკვიდაცია განხორციელდა.