ლუკაშენკო: უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში 35 კილომეტრით დაწინაურდნენ
10.08.2024 19:56
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ უკრაინული ჯარები რუსეთის კურსკის ოლქში რამდენიმე ათეული კილომეტრით დაწინაურდნენ.
„ორი დღის წინ შეტევა კურსკის მიმართულებით დაიწყო, სადაც ისინი [უკრაინის შეიარაღებული ძალები] რამდენიმე ათეული კილომეტრით დაწინაურდნენ – დღეის მდგომარეობით, 30-35 კილომეტრით. ისინი იქ იჭრებიან“, – აღნიშნა ბელარუსის დიქტატორმა.
ლუკაშენკომ ასევე თქვა, რომ ამ პირობებში უკრაინასთან „მშვიდობიანი მოლაპარაკებების“ წარმოება რუსეთისთვის რთული იქნება.
6 თვეში საქართველომ 691 ტონა ნაყინი იყიდა, 16 ტონა კი გაყიდა – საიდან შემოდის პროდუქტი?