მთავარი გაფრთხილება აბიტურიენტებს, რომლებმაც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს

2024 წლის აბიტურიენტებისთვის მთავარი საზრუნავი ახლა უნივერსიტეტებისა და ფაკულტეტების წარმატებით დალაგებაა და როგორც თავად ამბობენ, „მომგებიანი პრიორიტეტული სია“ მარტივი გასათვლელი სულაც არ არის. EDU.ARIS.GE მათ დახმარებას შეეცადა და მივმართეთ ანა შვანგირაძეს, ქართული ენისა და ლიტერატურის რეპეტიტორს 14- წლიანი გამოცდილებით, რომელიც უკვე მე-5 წელია, რაც აბიტურიენტებს უნივერსიტეტების დალაგებაში ეხმარება.

გამოცდები

სპეციალისტის რჩევებთან ერთად, გაგიზიარებთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მთავარ გაფრთხილებას ყველა იმ აბიტურიენტისთვის, ვინც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა.

პირველი ეტაპი
თქვენ უფლება გქონდათ აგერჩიათ ერთი უნივერსიტეტის სხვადასხვა პროგრამა და ასევე, სხვადასხვა უნივერსიტეტის სხვადასხვა პროგრამები. გადახედეთ და ნახეთ, როგორ გაქვთ დალაგებული. ზუსტად დათვალეთ რაოდენობა. განსაზღვრეთ, რომელი უნივერსიტეტი იყო თქვენთვის პრიორიტეტული.

მეორე ეტაპი
ამოიწერეთ ყველა საგნის ის საგამოცდო შედეგი – ქულები, რომლებიც მოიპოვეთ. თუ არ გაქვთ, გადმოიწერეთ 2024 წლის ცნობარი აბიტურიენტებისთვის.

მესამე ეტაპი
თქვენს მიერ შერჩეული უნივერსიტეტები და მიმართულებები მოძებნეთ ცნობარში, გაიგეთ, რა მოთხოვნები ჰქონდათ კონკრეტულ უნივერსიტეტებს და აკმაყოფილებთ თუ არა მათ. ყურადღება გავამახვილოთ აკრედიტაციის ვადებზე. ასევე ყურადღება მივაქციოთ უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალს, რაც ზოგიერთი აბიტურიენტისთვის მნიშვნელოვანია.

მეოთხე ეტაპი
ამ მოთხოვნების გათვალისწინებით, ჩამოწერეთ უნივერსიტეტები და გვერდით მიუწერეთ პლუსი, მინუსი. აქ გაითვალისწინეთ, რა იყო მათ მიერ დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, თითოეულ საგანში, რამდენ სტუდენტს იღებდნენ.

მეხუთე ეტაპი
გადარჩევის შემდეგ, რაც დაგრჩებათ თავად განსაზღვრეთ.., მე გირჩევთ, პროფესიებიდან ამოხვიდეთ და არა უნივერსიტეტიდან. რადგან თქვენ პროფესიის შესწავლისთვის აბარებთ.

თუ გაქვთ უამრავი მიმართულება და მაინც ხედავთ რისკს, რომ გარეთ დარჩებით, ან სულაც არ ხედავთ ამ რისკს, ნუ იტყვით – „მე ხომ გადავლახე ტესტის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი“. არა, თქვენ უნდა გადალახოთ უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ზღვარი! ამიტომ, ცნობარით იხელმძღვანელეთ. განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ კონკურსს, თუ რამდენს აქვს არჩეული ესა თუ ის საგანი, არის თუ არა ჩვენი ქულა საკმარისი ამა თუ იმ პროგრამაზე მოსახვედრად.