რუსულ-უკრაინული ძალების რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლისა და იქ ბრძოლებს წარმოების მიზნებსა და მიზეზებზე, მომხდარის შემდეგ მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარებზე “ინტერპრესნიუსი“ უკრაინელ პოლიტოლოგს, სიტუაციური მოდელირების სააგენტოს დირექტორს, ვიტალი ბალას ესაუბრა.
– ბატონო ვიტალი, მას შემდეგ რაც რუსულ-უკრაინული ძალები რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ კურსკის ოლქში შევიდნენ, მათ მიერ წარმოებული ბრძოლების შედეგად კურსკის ოლქის ამ ნაწილში ვითარება სწრაფად იცვლება.
თქვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ამ საათისთვის რეალურად რა ხდება კურსის ოლქის იმ ნაწილში, სადაც ახლა რუსულ-უკრაინული ძალები საომარ მოქმედებებს ახორციელებენ?
– პირველ დღეებში ამბობდნენ, რომ უკრაინული ძალები რუსეთის ტერიტორიაზე მხოლოდ 10 კილომეტრით შევიდნენ, გუშინ საფრანგეთის ომის შემსწავლელი ინსტიტუტზე დაყრდნობით გავრცელდა ცნობა, რომ უკრაინული ძალები 35 კილომეტრზე იყვნენ შესული, ესპანური წყაროების ცნობით კი საუბარია 40 კილომეტრით რუსეთის ტერიტორიაში შესვლაზე.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, პირველად ხდება, როცა უკრაინის ხელისუფლება პრაქტიკულად არანაირ ცნობებს არ იძლევა და არც კომენტარებს არ აკეთებს იმაზე, რაც კურსკის ოლქში ახლა ხდება.
თუ ადრე უკრაინის დაზვერვის უფროსი გენერალი ბუდანობი და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო შტაბი ავრცელებდნენ ინფორმაცია, ზოგჯერ ამას პრეზიდენტის ადმინისტრაცია აკეთებდა, ახლა ამის მსგავსი არაფერი ხდება. თუმცა, ამ თემაზე განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, სადაც მან თქვა, „რომ დეტალებს მოგვიანებით გაიგებთო“. ამიტომ უკრაინაში იმაზე, რაც კურსკის ოლქში ხდება,ინფორმაცია საკმაოდ მწირია.
ამის გამო კურსკში მიმდინარე მოვლენებზე ბევრი სხვადასხვა მოსაზრებებს გამოთქვამს, მაგრამ, ჩემი აზრით, სამ მოსაზრებას იმაზე თუ რა ხდება, არსებობის უფლება აქვთ.
ერთ ვარიანტზე თავად პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა – „რუსეთმა თავად უნდა იგრძნოს თუ რას აკეთებდა და ახლაც აკეთებს უკრაინაში“. მეორე ვარიანტი, შესაძლოა, იყოს ის, რომ კურსკის ოლქში მოქმედებების გადატანით ამ ოპერაციის მიზანი შეიძლება იყოს ის, რომ რუსეთს არ ეწარმოებინა საომარი მოქმედებები დონეცკის მიმართულებაზე. მესამე ვარიანტი, შესაძლოა იყოს ის, რომ რუსებთან მოლაპარაკებების დაწყებამდე უკრაინას ჰქონოდა უკეთესი და უფრო ძლიერი პოზიციები.
ერთ ვარიანტზე თავად პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა – „რუსეთმა თავად უნდა იგრძნოს თუ რას აკეთებდა და ახლაც აკეთებს უკრაინაში“. მეორე ვარიანტი, შესაძლოა, იყოს ის, რომ კურსკის ოლქში მოქმედებების გადატანით ამ ოპერაციის მიზანი შეიძლება იყოს ის, რომ რუსეთს არ ეწარმოებინა საომარი მოქმედებები დონეცკის მიმართულებაზე. მესამე ვარიანტი, შესაძლოა იყოს ის, რომ რუსებთან მოლაპარაკებების დაწყებამდე უკრაინას ჰქონოდა უკეთესი და უფრო ძლიერი პოზიციები
„ვაშინგტონ პოსტმა“ დაწერა, რომ ახლა კურსკის ოლქში იმყოფება რამდენიმე ათასი უკრაინის სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის ელიტური, სადესანტო შენაერთების ბრიგადები. ისინი იბრძვიან ამერიკული და გერმანული იარაღით, მოქმედებაშია მოყვანილი უპილოტო თვითმფრინავები, რადიოელექტრონული ტექნიკა, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები.
ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ახლა რაც კურსკის ოლქში ხდება, სერიოზულად მომზადებული ოპერაციაა. ჩემი აზრით, როგორც ჩანს, ამ ოპერაციისთვის სპეციალურად მიმდინარეობდა მზადება, არ გამოვრიცხავ, რომ ამ ოპერაციისთვის ჯარისკაცების მომზადებაც საზღვარგარეთ ხდებოდა. მხედველობაში მაქვს იმ ჯგუფის მომზადება, რომელიც კურსკის ოლქში შევიდა და დაიკავა პოზიციები.
როგორც ჩანს, ამ ოპერაციისთვის სპეციალურად მიმდინარეობდა მზადება, არ გამოვრიცხავ, რომ ამ ოპერაციისთვის ჯარისკაცების მომზადებაც საზღვარგარეთ ხდებოდა. მხედველობაში მაქვს იმ ჯგუფის მომზადება, რომელიც კურსკის ოლქში შევიდა და დაიკავა პოზიციები
კურსკის ოლქში შესული 4 ბრიგადას შორის მოქმედებები კარგად კოორდინირებული და ორგანიზებულია, რაც იმაზე მეტყველებს რომ უკრაინელი ჯარისკაცები საკმაოდ კარგად არიან მომზადებული ზოგადად და კერძოდ ამ ოპერაციისთვის. „ვაშინგტონ პოსტმა“ დაწერა, რომ ვაშინგტონი „სამხედრო კურსკის ოპერაციის დაწყებაზე ინფორმირებული იყო.“
გერმანულმა მხარემაც, კერძოდ ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მარკუს ფაბერმა დაადასტურა, რომ „როცა რუსეთი აწარმოებს საბრძოლო მოქმედებებს უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინასაც აქვს უფლება იგივე გააკეთოს.
არანაირი პრობლემა არაა, რადგან მათ აქვთ „ლეოპარდები“ და სხვა ტექნიკა, რომელიც ჩვენ უკრაინას გადავეცით.“ ყველაფერ იმაზე, რაც ახლა ხდება, ან მანამდე ხდებოდა, ჯარისკაცების გაწვრთნა, და კურსკის ოპერაციის დაგეგმვა, ვფიქრობ, რომ ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით ხდებოდა.
ყველაფერ იმაზე, რაც ახლა ხდება, ან მანამდე ხდებოდა, ჯარისკაცების გაწვრთნა, და კურსკის ოპერაციის დაგეგმვა, ვფიქრობ, რომ ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით ხდებოდა
– კურსკის ოლქში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ გავერკვევით რა ხდებაო, შემდეგ, გენშტაბის უფროსისგან მოისმინა ინფორმაცია, მოკლედ, ხალხს უთხრეს, რომ „წარმატებით ანადგურებენ უკრაინულ ძალებს“.
ამის პარალელურად, ვხედავთ იმას, რომ ხელისუფლების ძალისხმევით რუსეთში გაითიშა -იუტუბი. გასაგებია, ხელისუფლება ცდილობს ქვეყნის მოსახლეობამ ნაკლები იცოდეს იმაზე რაც ხდება. არც კურსკის ოლქიდან დევნილი მოსახლეობა ნახოს და არც განადგურებული რუსული სამხედრო კოლონები.
რუსეთის ექს-პრემიერმა და ახლა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ მედვედევმა უკრაინელებს უკრაინულ ენაზე მიმართა – „უკრაინელები და რუსები მოძმე ერები ვართო“. მანამდე ამბობდა – „სპეცოპერაცია მაშინ დასრულდება, როცა ყველა მიზანი შესრულებული იქნებაო“.
თქვენ როგორ შეაფასებდით კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენებზე რუსეთის ხელისუფლების რეაქციასა და ქმედებებს?
– მანამდე მედვედევი ამბობდა, რომ არანაირი სპეცოპერაცია არ მიმდინარეობს რუსულენოვანი მოსახლეობის დასაცავად, რუსული ჯარები დნესტრზე უნდა გადავიდნენო და კიევი უნდა აიღონო.
13 აგვისტოს რუსეთის ინიციატივით გაეროში გაიმართება გაეროს უშიშროების შეხვედრა, რადგან ეს საბჭოს სხდომა არაა, მასზე უფრო თავისუფალი ატმოსფეროა. გადამოწმებული ინფორმაციით, რუსები შეეცდებიან მომხდარი „ტერორისტულ აქტად“ ჩაითვალოს. ამის საფუძველს იძლევა ის, რომ პუტინმა თქვა – „ის რაც ხდება „ფართომასშტაბიან პროვოკაციაა“. მისი მტკიცებით, საჰაერო დარტყმები განხორციელდა სამოქალაქო ობიექტებზე.
ჩემი აზრით, რუსეთის ხელისუფლებისთვის უკრაინული ძალების კურსკის ოლქში შესვლა მოულოდნელი იყო. მომხდარი სერიოზულ ზიანს მიაყენებს პუტინისა და მისი ხელისუფლების იმიჯზე.
მე რასაც ვაკვირდები, კურსკში მიმდინარე მოვლენების გამო რუსეთის ხელისუფლება შოკშია და ჯერ ვერ აურჩევია საინფორმაციო სივრცეში ქცევის რომელი გზა აირჩიოს. ამის კარგი მაგალითია მედვედევის განცხადება, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ერთს ამბობდა, ახლა მეორეს ამბობს. უცნაური ისაა, მას შემდეგ რაც 2022 წლის 22 თებერვლიდან რუსეთი უკრაინაში სჩადის, ახლა გაახსენდათ საერთაშორისო სამართალი და ნორმები, რომელსაც ის 2 წელიწად ნახევარია არ გახსენებიათ.
კურსკში მიმდინარე მოვლენების გამო რუსეთის ხელისუფლება შოკშია და ჯერ ვერ აურჩევია საინფორმაციო სივრცეში ქცევის რომელი გზა აირჩიოს… უცნაური ისაა, მას შემდეგ რაც 2022 წლის 22 თებერვლიდან რუსეთი უკრაინაში სჩადის, ახლა გაახსენდათ საერთაშორისო სამართალი და ნორმები, რომელსაც ის 2 წელიწად ნახევარია არ გახსენებიათ
უკრაინული ძალები იმ რაოდენობით და როგორც ჩანს, ისეთი სტრატეგიული ამოცანებით შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე, არა მგონია, ის რაც კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში ხდება, მალე დასრულდება. ბევრი ვარაუდები შეიძლება იყოს იმაზე, თუ რატომ დაიწყო ეს ოპერაცია და რა გაგრძელება უნდა ჰქონდეს მას.
– დამკვირვებელთა ნაწილი თვლის რომ, რაც ახლა ხდება უკრაინის მხრიდან „სტრატეგიული შეტევის პრელუდიაა,“ მეორენი თვლიან, რომ კურსკში ოპერაციის დაწყებით უკრაინა ცდილობს „ინიციატივის თავის ხელში აღებას.“
ბრძანეთ, რომ რუსეთის ხელისუფლებისთვის რაც ხდება მოულოდნელი იყო და ახლა არ ეძებს გზებს შექმნილ ვითარებაში როგორ მოიქცეს.
თქვენი დაკვირვებით, უკრაინულმა საზოგადოება როგორ აღიქვამს იმას, რაც ახლა კურსკის ოლქში ხდება?
– უკვე ვთქვი, რომ კურსკის ოპერაცია, როგორც ჩანს დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით მზადდებოდა. დარწმუნებული ვარ, ამ ოპერაციის დაგეგმვისას გათვალისწინებული იქნებოდა ისიც, თუ რა ფსიქოლოგიურ გავლენას მოახდენდა იგი უკრაინულ საზოგადოებაზე.
ობიექტურები უნდა ვიყოთ, და ვთქვათ, რომ ბოლო ხანებში რუსეთი ფრონტის სხვადასხვა ხაზებზე შეტევებს აწარმოებდა. წინ დიდად ვერ იწევდა, მაგრამ ალაგ-ალაგ 1-2 კილომეტრით მაინც იწევდა. ეს მორალურად ცუდად მოქმედებდა უკრაინულ საზოგადოებაზე.
უკვე ვთქვი, რომ კურსკის ოპერაცია, როგორც ჩანს დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით მზადდებოდა. დარწმუნებული ვარ, ამ ოპერაციის დაგეგმვისას გათვალისწინებული იქნებოდა ისიც, თუ რა ფსიქოლოგიურ გავლენას მოახდენდა იგი უკრაინულ საზოგადოებაზე
უკრაინა 2 წელიწად ნახევარია იბრძვის, ხალხი არა მარტო დაიღალა. გენერალ ზალუჟნის გადაყენების შემდეგ, რომლის დროსაც გარკვეული წარმატებები ჰქონდა უკრაინულ ჯარს, მსგავსი წარმატებები არ გვქონია.
ახლა რაც კურსკის ოლქში ხდება, საზოგადოებაში განწყობები უკეთესობისკენაა შეცვლილი. მეტიც, იმედები, რომ უკრაინა ომში გაიმარჯვებს, ისევ გაღვივებულია. ამის ბევრს ისედაც სჯეროდა, მაგრამ ხალხის ნაწილი ნაწილობრივ ტერიტორიულ დათმობებზეც კი საუბროდა. მათი რიცხვი დაახლოებით 30% იყო. ახლა კურსკის ოლქში ოპერაციის დაწყებამ უკრაინელების განწყობაზე დადებითად იმოქმედა.
– ვხედავთ, რომ რუსეთის ხელისუფლებას კურსკის და ბელგოროდის ოლქებიდან მოსახლეობის ევაკუაცია აქვს დაწყებული.
თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ როგორი იქნება კრემლის პასუხი იმაზე, რაც ახლა კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში ხდება?
– არაა გამორიცხული რუსებს მოსახლეობის ევაკუაცია იმის გამო აქვთ დაწყებული, რომ მოსახლეობის გაყვანის შემდეგ დაიწყოს ამ ტერიტორიების დაბომბვა. ჩემი აზრით, ერთ-ერთი ვარიანტი მოსახლეობა რატომ გაჰყავთ, შესაძლოა ეს იყოს.
არა გამორიცხული კურსკში დაწყებული ოპერაციის მიზანი იყოს რუსეთის მშვიდობისთვის იძულება. ასეთ ვარიანტს ბევრი განიხილავს, მაგრამ სინამდვილეში რა მიზანი აქვს ამ ოპერაციას ჩვენ მხოლოდ მას შემდეგ გავიგებთ, როცა ის დასრულდება.
არაა გამორიცხული რუსებს მოსახლეობის ევაკუაცია იმის გამო აქვთ დაწყებული, რომ მოსახლეობის გაყვანის შემდეგ დაიწყოს ამ ტერიტორიების დაბომბვა
– რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ კურსკის ოპერაცია ისევე მოულოდნელად დასრულდეს, როგორც მოულოდნელად დაიწყო?
ან, ამ ოპერაციას რა გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს?
– სამხედრო სპეციალისტი არ გახლავართ, და ამ საკითხებზე მიჭირს მსჯელობა, მაგრამ, კურსკში შესვლის ოპერაციის ორი გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს – ან უკრაინული ძალები მაგრდებიან იმ ტერიტორიებზე, რაც დაკავებული აქვთ, რაც რუსეთისთვის მუდმივი თავის ტკივილის საფუძველი იქნება, რაც უკრაინისთვის კარგი იქნება, ან არის მეორე ვარიანტი – როგორც პუტინის ამბობდა ხარკოვის მისადგომებთან, კერძოდ სუმის ოლქში იქნებაო „ბუფერული ზონა“. სუმის ოლქი მუდმივად იბომბებოდა.
– როგორც ამბობენ, რუსებმა ხარკოვის მიმართულებიდანაც მოხსნეს თავი ძალები და კურსკში გადაისროლეს, როგორც დონბასის ოლქიდან…
– გადაისროლეს თუ არა რუსებმა თავისი ძალები დონბასიდან და ხარკოვის მიმართულებიდან არ ვიცი. ამ თემაზე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება, თუმცა, ამ თემაზე აქტიურად ვრცელდება ინფორმაციები.
თუ კურსკის ოლქში რაც ხდება, როგორც თქვენ თქვით „სტრატეგიული შეტევის პრელუდიაა“, მაშინ, მალე გამოჩნდება ეს ვერსია რამდენად საფუძვლიანია. ასეთ შემთხვევაში უკრაინამ უნდა განახორციელოს რომელიმე მიმართულებაზე შეტევა. თუ ასე იქნა, კარგი იქნება.
თუ კურსკის ოლქში რაც ხდება, „სტრატეგიული შეტევის პრელუდიაა“, მაშინ, მალე გამოჩნდება ეს ვერსია რამდენად საფუძვლიანია. ასეთ შემთხვევაში უკრაინამ უნდა განახორციელოს რომელიმე მიმართულებაზე შეტევა
– თქვენი ვარაუდით ეს აზოვის ტბისა და მარიუპოლის მიმართულებაზე შეიძლება იყოს?
– ვერაფერს გეტყვით, რადგან არ ვიცი. თავის დროზე როცა 2023 წლის გაზაფხულზე ამ თემებზე მსჯელობდნენ, შეტევის განხორციელების სხვადასხვა ვერსია სახელდებოდა. ჩემი აზრით, თუ რომელ მიმართულებაზე განახორციელებს უკრაინა კონტრშეტევას ეს მხოლოდ ჩვენმა სამხედროებმა შეიძლება იცოდნენ, რადგან ფრონტის ხაზზე უკრაინას სჭირდება წინსვლა.
იმ შემთხვევაში, თუ საუბარი დაიწყო საბრძოლო მოქმედებების რომელიმე მიმართულებით დაწყებაზე რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებამდე, რასაკვირველია, უკრაინის მდგომარეობა ამ მოლაპარაკებების დაწყებამდე გაცილებით უკეთესი უნდა იყოს.
თუ ამ ლოგიკას გავყვებით, მაშინ, რასაკვირველია, კურსკის ოლქში ოპერაციის დაწყების შემდეგ, უკრაინა არ უნდა გაჩერდეს და უკრაინა-რუსეთის ფრონტის ხაზზე უნდა გააქტიურდეს რომ წინ წაიწიოს.
კურსკის ოლქში ოპერაციის დაწყების შემდეგ, უკრაინა არ უნდა გაჩერდეს და უკრაინა-რუსეთის ფრონტის ხაზზე უნდა გააქტიურდეს რომ წინ წაიწიოს
– არ გაჩერდეს, გააქტიურდეს ნიშნავს რომელიმე მიმართულებით კონტრშეტევაზე გადავიდეს?
– ეს მხოლოდ სამხედროებმა უნდა იცოდნენ. მე სამოქალაქო პირი ვარ და ეს წესით არ უნდა ვიცოდე. რეალური ინფორმაცია ძალიან შეზღუდული ადამიანთა წრეს აქვს. 2 წელიწად ნახევარია უკრაინა ომშია, საზოგადოებას გარკვეული ინფორმაცია მანამდე მიეწოდებოდა.
ინფორმაციული უზრუნველყოფის თვალსაზრისით ახლა რაც კურსკის ოპერაციასთან დაკავშირებით ხდება, არასდროს ყოფილა, არავის ინფორმაციას არ ავრცელებს და არც კომენტარს აკეთებს.
მრჩება შთაბეჭდილება, რომ უკრაინის ხელმძღვანელობიდან ბევრმა არც კი იცოდა, რომ ეს მოხდებოდა. როცა ამ თემაზე პრეზიდენტი ზელენსკი, ან სამხედროები გააკეთებენ განცხადებებს, ამ თემაზე მეტი გვეცოდინება და მეტი სიცხადეც იქნება.
– რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ოპერაციის მიზანი იყოს კურსკის ატომური სადგურის აღება?
იმისთვის რომ შემდეგ რუსებისგან მოითხოვოთ მათ დატოვონ თქვენი ზაპოროჟიეს ატომური სადგური…
– ამაზე კი საუბრობენ, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, კურსკის ოლქში შესულ ძალებს ჰქონდა მიზნად თუ არა კურსკის ატომური ენერგიის ჰესის დაკავება. ზაპოროჟიეს ატომურიდან რუსების გასვლის მოთხოვნაც ლოგიკური იქნებოდა, მაგრამ, ახლა საქმე იმაშია, რომ რუსებმა საკმაოდ გაამაგრეს კურსკის ატომური სადგურის მისადგომები და ამის შემდეგ ამ თემაზე საუბარი ზედმეტიც კია.
– გავრცელებული ინფორმაციით უკრაინელების საჰაერო შეტევის შედეგად სერიოზულადაა დაზიანებული რუსების ლიპეცკის ერთ-ერთი საუკეთესო სამხედრო აეროდრომი საიდანაც რუსული თვითმფრინავები უკრაინის დასაბომბად ფრინდებოდნენ…
– დიახ, რუსული მიგ -31-ები ლიპეცკის აეროდრომიდან ფრინდებოდნენ, რომლებიც რუსული ე.წ. „კინჟალებით“ ბომბავდნენ უკრაინის ტერიტორიას.
გარდა ამისა, ამ აეროდრომზე ინახებოდა ეს რუსული იარაღიც. როგორც ჩანს, ლიპეცკის სამხედრო აეროდრომი არა დრონებით დაიბომბა, არამედ საჰაერო ძლიერი დარტყმებით.
ეს რომ ასეა, ამაზე ისიც მიუთითებს, რომ ლიპეცკის სამხედრო აეროდრომზე ორი დიდი, შეიძლება ითქვას, უშველებელი ორმოებია. ეს კი მართლაც სერიოზული წარმატებაა. ამ დარტყმებისას პარტნიორების მიერ მოწოდებული იარაღი იქნა გამოყენებული. ახლა რასაც ვხედავთ ისაა, რომ სიტუაცია კარდინალურადაა შეცვლილი.
ჩემი დაკვირვებით, სიტუაციის შეცვლა, გავბედავ და გამოვთქვამ ვარაუდს, რომ კურსკის ოპერაცია აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. ვიცით რომ „რესპუბლიკელები“ ბაიდენის ადმინისტრაციას იმაში ადანაშაულებენ, რომ მიუხედავად ამერიკული 100 მილიარდიანი დახმარებისა, უკრაინას წარმატებები არ აქვს. ამ ოპერაციის შედეგით, „რესპუბლიკელებს“, რა თქმა უნდა, გამოეცლებათ „დემოკრატების“ წინააღმდეგ არგუმენტი.
სიტუაციის შეცვლა, გავბედავ და გამოვთქვამ ვარაუდს, რომ კურსკის ოპერაცია აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. ვიცით რომ „რესპუბლიკელები“ ბაიდენის ადმინისტრაციას იმაში ადანაშაულებენ, რომ მიუხედავად ამერიკული 100 მილიარდიანი დახმარებისა, უკრაინას წარმატებები არ აქვს. ამ ოპერაციის შედეგით, „რესპუბლიკელებს“, რა თქმა უნდა, გამოეცლებათ „დემოკრატების“ წინააღმდეგ არგუმენტი
ამის საფუძველს ის იძლევა, რომ თუ მანამდე ამერიკა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის აქტიურობას არ იწონებდა, კურსკის ოპერაციის შემდეგ ვხედავთ შეცვლილ პოზიციას – უკრაინას ჰქონდა რუსეთზე საპასუხო დარტყმების განხორციელების უფლება.
– შექმნილ სიტუაციაში სავარაუდოდ, როგორი შეიძლება იყოს მომხდარზე რუსული პასუხი?
– ბევრი თვლის, რომ მომხდარზე რუსული პასუხი „შთამბეჭდავი არ იყო“. მე დავამატებ – რუსული პასუხი გაუგებარიც კია, რადგან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე ასეთ სიღრმეში არასდროს არავის შესულა.
თავიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შესულია 300 სამხედრომოსამხახურე, 11 ტანკი. შემდეგ გენერალური შტაბის უფროსმა გერასიმოვმა თქვა, რომ „საუბარია რუსეთის ტერიტორიაზე შესულ ათასობის ჯარისკაცზე.“ ამის შემდეგ მათვე თქვეს რომ გაანადგურეს 600-ზე მეტი ჯარისკაცი, და ტექნიკის საკმაოდ დიდი ნაწილი.
ეს ფაქტების იმაზე მიუთითებს, ოპერაციის დაწყების შემდეგ რუსეთის ხელმძღვანელობაში ქაოსი იყო. მრჩება შთაბეჭდილება, რომ რუსებმა დღემდე არ იციან სრულად რა ხდება კურსკის ოლქში და როგორი საინფორმაციო პოლიტიკა უნდა აწარმოონ.
– როგორც ამბობენ, უკრაინელებს რუსების საკმაოდ ბევრო სამხედრო ტყვეები ჰყავთ აყვანილი…
– თავიდან საუბრობდნენ რომ 40 სამხედრო მოსამსახურეა ჩავარდნილი ტყვედ. შემდეგ, ამ ციფრების დაზუსტება შეწყდა. შესაძლოა, ეს სწორიც იყოს, რადგან რუსებს გაცილებით მეტი უკრაინელი ჰყავთ ტყვედ აყვანილი, ვიდრე უკრაინას ჰყავს რუსი ტყვეები. ასე რომ ჩვენმა „გასაცვლელთა ფონდმა“ რომ მოიმატა, კარგია.
– პრაქტიკულად, ისეთი ვითარებაა არ ვიცით, სავარაუდოდაც, კი როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები…
– ეს ძალიან კარგიცაა, რაც ნაკლებია ხმაურიანი განცხადებები, მით უკეთ სრულდება სამხედრო ოპერაციები. პირველად ხდება, როცა სამხედრო ოპერაციას არ ახლავს „საინფორმაციო ხმაური“, რა მიზანი აქვს მას და არ ვიცით, იგი, სავარაუდოდაც, კი როგორ და როდის დასრულდება.
არ მჯერა, რომ უკრაინული ჯარის მოსკოვის ასაღებად გაემართება, რომ კრემლი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. ამ ზღაპრების არ მჯერა. ვიდრე პროცესი, ამ შემთხვევაში სამხედრო ოპერაცია არ დასრულებულა, მის შედეგზე საუბარი ნაადრევია.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი