აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტელეარხ Sky News-თან ინტერვიუში აღიარა, რომ მას საპრეზიდენტო კამპანიის შეწყვეტა „დემოკრატიული“ პარტიის წევრებმა აიძულეს.
მისი თქმით, მასზე განსაკუთრებით იმოქმედა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერის ნენსი პელოსის აზრმა, რომელიც მრავალი „დემოკრატის“ მსგავსად თვლიდა, რომ ის საარჩევნო რბოლას უნდა ჩამოშორებულიყო.
„მრავალი ჩემი კოლეგა-დემოკრატი წარმომადგენელთა პალატიდან და სენატიდან თვლიდა, რომ მე რბოლის დროს მათ ზიანს მივაყენებდი. მე ეს თემა მაწუხებდა. მე რომ დავრჩენილიყავი რბოლაში, მაშინ თქვენ მე ინტერვიუს ჩამომართმევდით და მკითხავდით, თუ რატომ თქვა ნენსი პელოსიმ ასე და სხვა მრავალი“, – თქვა ბაიდენმა.