ბევრმა რუსულმა ნოუ-ჰაუმ იარაღის სფეროში, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია, უკვე დაამტკიცა თავისი ეფექტურობა ბრძოლის ველზე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არმია-2024 ფორუმის მონაწილეებისადმი მისასალმებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ბევრმა საშინაო ნოუ-ჰაუმ, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია, ბრძოლის ველზე საკუთარი ეფექტურობა უკვე დაამტკიცა. მეტიც, მათი მთავარი მახასიათებლები მუდმივად იხვეწება და უმჯობესდება. თავდაცვის ქარხნების კონსტრუქტორების, ინჟინრების, მეცნიერების, შრომითი კოლექტივის სამუშაო აქტიურად გრძელდება სპეციალურ სამხედრო ოპერაციისგან მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.