კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა ვლადიმირ პუტინთან თათბირზე განაცხადა, რომ კურსკის ოლქში უკრაინული ძალების კონტროლის ქვეშ 28 დასახლებული პუნქტია.
„კურსკის ოლქის ტერიტორიაზე [უკრაინის შეიარაღებული ძალების] შეღწევის სიღრმე 12 კილომეტრს შეადგებს, ხოლო ფრონტის გასწვრივ სიგანე – 40 კილომეტრს“, – აღნიშნა ალექსეი სმირნოვმა.
სმირნოვის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებად დასახლებებში დაახლოებით 2 ათასი ადამიანი იმყოფება, რომელთა ბედი რუსეთის ხელისუფლებისთვის უცნობია.