კურსკის ფრონტზე წარუმატებლობის გამო, რუსეთი სავარაუდოდ, ემზადება კიევზე მასიური სარაკეტო თავდასხმისთვის, – ამის შესახებ Times წერს.
ბოლო დღეებში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწიეს კურსკის რეგიონში, რომელიც ირიბად აღიარა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. შაბათს მან განაცხადა, რომ უკრაინას ომი „აგრესორის ტერიტორიაზე გადააქვს“.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა The Times-ს განუცხადა, რომ უკრაინა რუსეთისგან აგრესიულ პასუხს ელის კიევის მნიშვნელოვან ობიექტებზე. კერძოდ, რუსებმა, შესაძლოა, სცადონ თავდასხმა უმაღლეს რადასა და სხვა სამთავრობო შენობებზე.
„რუსეთი გრძნობს, რომ უნდა გასცეს ძალიან მკაცრი პასუხი, რაღაც გრანდიოზული, რათა მთელ მსოფლიოს აჩვენოს, რომ ის ყოვლისშემძლეა და რომ რაღაც კურსკის მსგავსი დაუსჯელი არ დარჩება“, – განაცხადა წყარომ.
Times-ის წყარო მიიჩნევს, რომ რუსეთის თავდასხმა კურსკის რეგიონზე საპასუხოდ, სავარაუდოდ, ოთხზე მეტ რაკეტას მოიცავს.
„მათ უკრაინის მიმართულებით შესაძლოა, ასობით რაკეტა გამოუშვან – საკრუიზო რაკეტები, ბალისტიკური რაკეტები და „შაჰედები“. და ეს შეიძლება გახდეს დიდი პრობლემა უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის. მაგრამ მჯერა, რომ შევძლებთ მათ შეჩერებას“, – აღნიშნა გამოცემის წყარომ.