აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისმა კონკურენტმა „დემოკრატიული“ პარტიიდან კამალა ჰარისმა ყალბი ფოტოსურათი გამოაქვეყნა.
საქმე ეხება ფოტოს, სადაც ადამიანების დიდი რაოდენობა ჰარისს მიჩიგანის აეროპორტში თვითმფრინავთან დახვდა. ტრამპი თვლის, რომ ეს ფოტო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის შექმნილი. ჰარისთან შესახვედრად ბევრად ნაკლები ადამიანი მივიდა, ვიდრე ეს სურათში ჩანს.
„ვინმემ მიაქცია ყურადღება იმას, თუ რა მოიტყუა ჰარისმა აეროპორტში? … მან ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა და ეგრედ წოდებული მიმდევრების „ბევრი ადამიანი“ აჩვენა, სინამდვილეში ისინი არ არსებობენ“, – დაწერა მან.
ტრამპის ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ თვითმფრინავის კორპუსში, რომლითაც ჰარისი ჩაფრინდა მიჩიგანში, ადამიანების ანარეკლი არ ჩანს. კორპუსი მხოლოდ ცარიელ ასაფრენ ზოლს ირეკლავ, რაც იმის ვარაუდის საფუძველს ქმნის, რომ სურათი დამონტაჟებულია.
ტრამპის ბრალდებებს მოგვიანებით ჰარისის საარჩევნო შტაბში უპასუხეს. იქ განაცხადეს, რომ სურათი, რომელზეც 15 ათასი ადამიანია აღბეჭდილი, ნამდვილია.