ჩვენ უნდა გავდევნოთ მტერი ჩვენი ტერიტორიიდან, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სასაზღვრო რეგიონებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას განაცხადა.
„თავდაცვის მინისტრის მთავარი ამოცანა ახლა ტერიტორიიდან მტრის გაყვანაა“, – აღნიშნა პუტინმა.
ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ უკრაინის შეტევის მოტივაცია მოლაპარაკებების პოზიციის გაუმჯობესება იყო.
„უკრაინა მიიღებს ღირსეულ პასუხს და ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ მივაღწევთ ჩვენს ყველა მიზანს“, – დასძენს რუსეთის პრეზიდენტი.