დიდი ბრიტანეთის მთავრობა უკრაინის ხელისუფლებას Storm Shadow ტიპის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების რუსეთის კურსკის ოლქში გამოყენების უფლებას არ აძლევს. ინფორმაციას ამის შესახებ The Telegraph-ი ავრცელებს.
გამოცემის მტკიცებით, უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ნებართვის მისაღებად ლონდონზე ზეწოლას ახდენს, თუმცა ამაოდ.
გარდა ამისა ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მიმართა დასავლეთის ქვეყნებს, დაუშვან რუსეთის სიღრმეში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენება.
„არანაირი ცვლილება არ მომხდარა“, – ციტირებს The Telegraph-ი წყაროს ბრიტანეთის მთავრობიდან.
ბრიტანეთის მთავრობას ამ ტიპის რაკეტების გამოყენების ნებართვა რომ მიეცა, ამ ფაქტორს შესაძლოა საკვანძო როლი შეესრულებინა კურსკის ოლქის სამხედრო ოპერაციაში, რომელიც 6 აგვისტოს დაიწყო. ასკვნის გამოცემა.