ევროკავშირმა უკრაინას 4,2 მილიარდი ევრო გადასცა

ევროკავშირმა უკრაინას Ukraine Facility პროგრამის ფარგლებში 4,2 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკომისია ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს არის პირველი ტრანში Ukraine Facility პროგრამის ფარგლებში, თუმცა წლის დასაწყისიდან საბიუჯეტო დახმარების საერთო მოცულობამ 12 მილიარდი ევრო შეადგინა.

დახმარების მიღება მოგვიანებით უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა დაადასტურა. მან აღნიშნა, რომ 4,2 მილიარდი ევრო არასამხედრო მიზნებს მოხმარდება.

Ukraine Facility არის პროგრამა, რომელიც ევროკავშირის ლიდერებმა 2024 წლის თებერვალში ერთხმად დაამტკიცეს. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ 2024 – 2027 წლებში უკრაინას მხარდასაჭერად საერთო ჯამში 50 მილიონი ევრო უნდა გადაეცეს.