FT: რუსეთის საზღვაო ძალებს ევროპის შუაგულში იერიშების მისატანად ამზადებდნენ

რუსეთის ხელისუფლება საკუთარ საზღვაო ძალებს ევროპის შუაგულში ბირთვული ქობინის მქონე რაკეტებით იერიშის მიტანას ასწავლიდა. ინფორმაციას ამის შესახებ Financial Times-ი საიდუმლო მასალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჟურნალისტებმა მოიპოვეს რუკები, რომელზეც ევროპაში მდებარე პოტენციური სამიზნეებია დატანილი. ასე, მაგალითად, რუსებს მიზანში ჰქონდათ ამოღებული საფრანგეთის დასავლეთ სანაპირო და დიდი ბრიტანეთის საპორტო ქალაქი ბაროუ-ინ-ფერნესი.

Financial Times-ი აღნიშნავს, რომ ამგვარი წვრთნები რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე იმართებოდა. გარდა ამისა, მოსკოვი წვრთნებს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით ატარებდა.