მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მოლდოვა არ აპირებს უკრაინისათვის განკუთვნილი თვითმფრინავების მიღებას. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ F16 ტიპის გამანადგურებლები მოლდოვაში განთავსდება.
„მოლდოვაში არ არის და არც იქნება განთავსებული იარაღი და სამხედრო ტექნიკა, მათ შორის თვითმფრინავები, რომლებიც განკუთვნილია უკრაინისთვის“, – ნათქვამია მოლდოვის საგარეო უწყების განცხადებაში.
უწყება ასევე რეკომენდაციას უწევს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია ოფიციალური წყაროებიდან მიიღოს.