რესპუბლიკური პარტიიდან აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში რუსეთის შეჭრაში დაადანაშაულა. როგორც ტრამპმა მილიარდერ ილონ მასკთან ინტერვიუში განაცხადა, რუსეთის ფედერაცია უკრაინაში სწორედ ბაიდენის პოლიტიკის დამსახურებით შეიჭრა.
მისი თქმით, ბაიდენის მიერ, ნატოში უკრაინის წევრობაზე დაწყებულმა საუბრებმა გააღვიძა კრემლში სურვილი, შეჭრილიყვნენ უკრაინის ტერიტორიაზე.
„ბაიდენმა დაიწყო ასეთი სისულელეების ლაპარაკი. მაგალითად, მან თქვა, რომ უკრაინას შეუძლია, გახდეს ნატოს წევრი. მაგრამ რუსეთი ხომ არასდროს დასთანხმდებოდა ამაზე. მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი, ომის დაწყების შანსები ნულზე იქნებოდა“, – ამბობს ტრამპი.
მისი თქმით, როდესაც თავად იყო პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და არწმუნებდა, რომ უკრაინას თავს არ დასხმოდა.
ამასთან, ტრამპის მტკიცებით, „უკრაინას აღარ ჰყოფნის ომში გასაშვებად კაცები“ და ამიტომ, „ძალიან ახალგაზრდებს, ან ძალიან ხანში შესულებს იყენებს“.