ზუგდიდში მომხდარი ტრაგედიის დეტალები – დაღუპული არიან 6 წლის ტყუპი ბავშვები

ზუგდიდში, ერთ-ერთი საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, დაღუპული არიან 6 წლის ტყუპი ბავშვები.

არსებული ცნობით, ხანძრის დროს სახლში კიდევ ორი მოზარდი იმყოფებოდა, რომლებმაც ბინიდან გასვლა მოასწრეს.

ტრაგედია ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მაღალ სართულზე მოხდა. წინასწარი ცნობით, ბავშვების დაღუპვის მიზეზი ძლიერი დაკვამლიანება გახდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში ზრდასრული პირები არ იმყოფებოდნენ.

ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი შესაძლოა, სანთლიდან გავრცელებულიყო.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.