17 წლის ბიჭი ადიდებულ მდინარეში ჩავარდა! – ხალხი დასახმარებლად მივარდა, მაგრამ…

ბოლნისის სოფელ ნახიდურში, მდინარე ხრამში, არასრულწლოვანს ეძებენ. ადგილობრივების თქმით, 17 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოები რამდენიმე საათის წინ დაიწყო და ახლაც გრძელდება.

ისინი ამბობენ, რომ რამდენიმე მოზარდი მდინარეზე შუადღისას ჩავიდა, რა დროსაც, ერთ-ერთი მათგანი ადიდებულ წყალში ჩავარდა. ხალხი დასახმარებლად მივიდა, თუმცა მისი პოვნა ვეღარ შეძლეს.

წყარო: მთავარი არხი