“ქართული ოცნებიდან” წასული ანი მიროტაძე არ გამორიცხავს, რომ შტატებს კომპრომატები ირაკლი ღარიბაშვილისგანაც შეიძლებოდა ჰქონოდა და ირაკლი შოთაძისგანაც.
მიროტაძე ამბობს, რომ მისასალმებელია, თუ ივანიშვილის გუნდში, რამდენიმეს ეყო გამბედაობა და შტატებში საქართველოს ხელისუფლების მამხილებელი კომპრომატები ჩაიტანა.
,,ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად იცის, როგორ უნდა მართოს თავისი ხელქვეითები, თავისი მარიონეტები. ზოგს უფრო მეტს შესაძლებლობას აძლევს, ზოგს უფრო ნაკლებს. ხსნილია ბიძინა ივანიშვილისგან კორუფცია, ამიტომ ფაქტი არის რომ, რაღაც გარკვეული საკითხი და წინაპირობა არსებობდა იმის, რომ ღარიბაშვილი გაუშვეს. მე არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ინფორმაციები, ღარიბაშვილისგანაც შეიძლებოდა ჰქონოდათ, შოთაძისგანაც და ასე შემდეგ. წითელი ხაზი გადალახა ბიძინა ივანიშვილმა, ის მიათრევს რუსულ ჯურღმულებში ქვეყანას. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ხალხი მას ეტყვის არას. თუ მის გუნდში მოიპოვება ადამიანები, ვისაც ეყო მეტ ნაკლები გამბედაობა ეს მხოლოდ მისასალმებელია, თუმცა ეს არ ცვლის იმ მოცემულობას, რომ ეს არის ყველაზე სამარცხვინო ხელისუფლება, რაც კი ჰყოლია ბოლო ათწლეულებში ჩვენ ქვეყანას და ეს არის ხელისუფლება, რომელიც აუცილებლად დაასრულებს კრახით”, – ამბობს მიროტაძე.
ვინ ჩაიტანა კომპრომატები ამერიკაში ივანიშვილის პარტიის წინაღმდეგ?
ის, ვინც ივანიშვილთან ერთად გუნდში ბევრი წელი გაატარა, ვარაუდობს, რომ თავის გადარჩენის მიზნით, რომ სანქცირებულთა შორის არ აღმოჩნდეს, ეს პარტიის ნებისმიერ მოქმედ ლიდერს შეიძლებოდა გაეკეთებინა.
„ჰელსინკის კომისია“ „ქართულ ოცნებას“ ე.წ. „ქოლ-ცენტრებიდან“ შემოსავლის მიღებაში ამხელს – გავრცელებულ განცხადებაში, კომისია წერს, რომ ივანიშვილის პარტია ოპოზიციის შემავიწროვებელ ოპერაციებს შავი ფულითა და თაღლითური ქოლცენტრების სქემით აფინანსებს.