აშშ-ის არმიის ჯარისკაცმა ჩინეთს საიდუმლო ინფორმაცია მიჰყიდა – სერჟანტმა დანაშაული აღიარა

შეერთებული შტატების არმიის სერჟანტმა კორბეინ შულცმა დანაშაული აღიარა. ჯარისკაცმა საიდუმლო ინფორმაცია მიჰყიდა ჩინეთს, რომელიც უკავშირდება აშშ-ის სამხედრო შესაძლებლობებს, განსაკუთრებით სარაკეტო სისტემებს და სამხედრო ტაქტიკებს.

საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ შულცი, რომელიც მუშაობდა აშშ-ის დაზვერვაში, კონტაქტში იყო ჰონკონგში მცხოვრებთან და აწვდიდა ინფორმაციას.

მედიის ცნობით, სერჟანტმა უცხოელს, ჩინეთის წარმომადგენელს მიჰყიდა საიდუმლო ინფორმაცია, მათ შორის ინფორმაცია HIMARS-ის სარაკეტო სისტემის, ჰიპერბგერითი იარაღის, დრონის, აშშ-ის სამხედრო თანამგზავრების, აშშ-ის სამხედროების სამომავლო განვითარებაზე, აგრეთვე სხვა უცხო ქვეყნებში სამხედრო ოპერაციების შესახებ.

მთლიანობაში, შულცმა, პროკურორების თქმით, მიიღო 42 000 აშშ დოლარი.

ამერიკელმა ჯარისკაცმა დანაშაული აღიარა და 2025 წლის 23 იანვარს გამოუტანენ სასჯელს.

„დაე, ეს შემთხვევა იყოს გაფრთხილება: თუ არმიის რომელიმე წევრს, სთხოვენ საიდუმლო ან სენსიტიურ ინფორმაციას, მან უნდა შეატყობინოს შესაბამის ორგანოებს 24 საათის განმავლობაში ან სრულად აგოს პასუხი უმოქმედობისთვის“, – განაცხადა ბრიგადის ხელმძღვანელმა, გენერალმა რეტ კოქსმა.