„ბოლო-ბოლო, განათლება გაბარიათ თუ ფსიქიატრიული დაწესებულება?! ისევ ეს ავადმყოფები დარბიან ზემოთაც (უმაღლესებშიც) და ქვემოთაც (საჯარო სკოლებშიც), პირში ისევ თქვენ გაფურთხებენ“ – გელა ზედელაშვილი განათლების სამინისტროს მიმართავს

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი საგანგებო წერილით განათლების სამინისტროს მიმართავს:

„განათლების სამინისტრო!

მინდა, დიდი პატივისცემით მოგიხსენიოთ და მინისტრსაც თავი დავუკრა, მაგრამ როცა აეს დედალ-მამალი გიჟები სკოლაში პედაგოგებად დაგიდით, ან პატივისცემით როგორ მოგიხსენიოთ, ან კიდე მინისტრს თავი რანაირად დავუკრა?

კაი, ბატონო, ამათ არ რცხვენიათ, ავადმყოფები არიან, თქვენ რატომ არ გრცხვენიათ, ბოლო-ბოლო, განათლება გაბარიათ თუ ფსიქიატრიული დაწესებულება?!

მერე დაიწყებთ, ბავშვები ქვებსა და “მოლოტოვის კოქტეილებს” რატომ ისვრიანო?

ჰაიმეეეეეეე!

ამათ ხელში რომ ბავშვები ჩაცვივდებიან, ქვებსა და “კოქტეილებს” კი არა, ხელყუმბარებს რომ არ ისვრიან, არ გიკვირთ?

მიდით, მიდით, ეგეთ აწყვეტილ ყოტაყებს გადაუსვით თავზე ხელი, საუკეთესო პედაგოგებად აღიარეთ, თქვენი მომხრეები კიდე გაყარეთ, არ დაინდოთ. იკისრეთ, ბოლო ორი წლის განმავლობაში “ოცნების” რამდენი მომხრე მოხსენით დირექტორობიდან და რამდენი გავარვარებული “ნაცი” დანიშნეთ?

ჰააააააააა, იკისრეთ-მეთქი, თორემ სულ კაკალ-კაკალ ჩამოვთვლი!

სირცხვილი აღარ არი?

ნამუსი აღარ არი?

ვერ გავიგე, მანდ “შკოლები” გაბარიათ თუ გიჟების პალატები?

როგორი იმედი მქონდა, ამილახვარი მაინც მიხედავს-მეთქი აჭიჭყნილ სიტუაციას და – რა?

არც არაფერი, ისევ ეს ავადმყოფები დარბიან ზემოთაც (უმაღლესებშიც) და ქვემოთაც (საჯარო სკოლებშიც). პირში ისევ თქვენ გაფურთხებენ.

ვერ გავიგე, გსიამოვნებთ?

თუ არ გსიამოვნებთ, მაშინ გეშინიათ!

თუ არ გეშინიათ, მაშინ რას უყურებთ?!” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი.