“ჩრდილოეთის ნაკადის” აფეთქებაში ეჭვმიტანილი იპოვეს? – ვინ არის უკრაინის მოქალაქე, რომლის დაკავების ორდერი გერმანიამ გასცა

“ჩრდი­ლო­ე­თის ნა­კა­დის” აფეთ­ქე­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი მყვინ­თა­ვი პო­ლო­ნე­თი­დან უკ­რა­ი­ნა­ში ივ­ლი­სის და­სა­წყის­ში გა­ემ­გზავ­რა, – ამის შე­სა­ხებ პო­ლო­ნე­თის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის პრესმდი­ვან­მა, ანა ადა­მი­აკ­მა გა­ნა­ცხა­და.

  • “მა­მა­კაც­მა პო­ლო­ნეთ-უკ­რა­ი­ნის სა­ზღვა­რი ივ­ლი­სის და­სა­წყის­ში გა­დაკ­ვე­თა“, – გა­ნა­ცხა­და ანა ადა­მი­აკ­მა.

პო­ლო­ნე­თის პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ საქ­მე­ზე გერ­მა­ნუ­ლი მხა­რის მიერ გა­ცე­მუ­ლი და­კა­ვე­ბის ორ­დე­რი მი­ი­ღეს, თუმ­ცა ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი მის სა­ვა­რა­უ­დო სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გი­ლას ვერ იპო­ვეს.

შე­გახ­სე­ნებთ, დღეს, გერ­მა­ნულ­მა მე­დი­ამ ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა, რომ ბალ­ტი­ის ზღვა­ში „ჩრდი­ლო­ე­თის ნა­კა­დის“ გაზ­სა­დენ­ზე აფეთ­ქე­ბე­ბი­დან თით­ქმის ორი წლის შემ­დეგ, გერ­მა­ნი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა, იენს რო­მელ­მა ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქის, ვლა­დი­მერ ს.-ს და­კა­ვე­ბის ორ­დე­რი გას­ცა.

მე­დი­ის ცნო­ბით, რო­დე­საც პო­ლო­ნე­ლი ოფიც­რე­ბი ივ­ლი­სის და­სა­წყის­ში მი­ვიდ­ნენ, ვლა­დი­მი­რი სახ­ლში არ იყო, მას უკვე და­ტო­ვე­ბუ­ლი ჰქონ­და ქვე­ყა­ნა. ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ ის პო­ლო­ნეთ­ში პრუს­კოვ­ში ცხოვ­რობ­და და უკ­რა­ი­ნე­ლი მყვინ­თა­ვე­ბის გუნ­დის წევ­რი იყო.

რა მოხ­და 2022 წელს?

“ჩრდი­ლო­ე­თის ნა­კა­დი 1“-სა და “ჩრდი­ლო­ე­თის ნა­კა­დი 2“-ის მილ­სა­დე­ნე­ბი­დან ბალ­ტი­ის ზღვა­ში, და­ნი­ი­სა და შვე­დე­თის ტე­რი­ტო­რი­ულ წყლებ­ში გა­ზის გა­ჟონ­ვა მოხ­და. მომ­ხდარს ორი­ვე ქვე­ყა­ნა იძი­ებ­და. აშშ-ის, ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ნატო-ს ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ინ­ცი­დენ­ტის მი­ზე­ზი დი­ვერ­სი­უ­ლი აქ­ტია.

ევ­რო­პის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა “ჩრდი­ლო­ეთ ნა­კა­დის“ მილ­სა­დე­ნებ­ზე მომ­ხდა­რი გა­ჟონ­ვის ად­გი­ლის მახ­ლობ­ლად რუ­სე­თის სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ფლო­ტის გე­მე­ბი და­ა­ფიქ­სი­რეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას CNN და­სავ­ლე­თის დაზ­ვერ­ვის ორ წარ­მო­მად­გე­ნელ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებ­და.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის წყა­რო­ე­ბის გან­მარ­ტე­ბით, გა­ურ­კვე­ვე­ლია, ჰქონ­დათ თუ არა რა­ი­მე კავ­ში­რი გე­მებს წყალ­ქვეშ აფეთ­ქე­ბებ­თან. დაზ­ვერ­ვის ერთ-ერთი წარ­მო­მად­გე­ნე­ლის გან­ცხა­დე­ბით, ამ ტე­რი­ტო­რი­ებ­თან ახ­ლოს მომ­ხდა­რის წინა დღე­ებ­ში რუ­სუ­ლი წყალ­ქვე­შა ნა­ვე­ბიც შე­ნიშ­ნეს. აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას და­ნი­ელ­მა სამ­ხედ­რო მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სუ­ლი გე­მე­ბი რე­გუ­ლა­რუ­ლად მოძ­რა­ო­ბენ რე­გი­ონ­ში და ხაზი გა­უს­ვა, რომ გე­მე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბა სუ­ლაც არ მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ და­ზი­ა­ნე­ბა რუ­სე­თის გა­მოწ­ვე­უ­ლია.

წყარო: https://www.ambebi.ge/