„ეს პუტინისთვის სერიოზული ფსიქოლოგიური დარტყმაა“ – რუსეთის ყოფილი პრემიერი კურსკის მოვლენებზე

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „აბსოლუტურ შოკშია“ მას შემდეგ, რაც ქვეყნის ტერიტორიაზე უკრაინა შეიჭრა, – ამის შესახებ რუსეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პუტინის კრიტიკოსმა მიხაილ კასიანოვმა BBC-ს განუცხადა.

მისი თქმით, ეს პუტინისთვის „სერიოზული ფსიქოლოგიური დარტყმაა“.

„პუტინმა შესაძლოა, ამ ყველაფერს ამა თუ იმ ქალაქის დაბომბვით, ან უკრაინელებისთვის რაიმე მტკივნეული ნაბიჯით უპასუხოს“, – აღნიშნა კასიანოვმა.

მიხაილ კასიანოვი რუსეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2000-2004 წლებში იკავებდა, როდესაც პუტინი იყო პრეზიდენტი. ამჟამად ის ხელმძღვანელობს ოპოზიციურ „სახალხო თავისუფლების“ პარტიას ლატვიიდან.