ივანიშვილის ოჯახის მოსკოვური რეზიდენციები – OCCRP “ოცნებას” პასუხობს, რომელმაც გამოძიებას “ცრუ ინფორმაცია” უწოდა

OOCRP  “ქართულ ოცნებას”, რომელმაც ივანიშვილის ქონებაზე მათ გამოძიებას სიცრუე უწოდა, საგანგებო განცხადებით პასუხობს.

ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტი ხაზგასმით წერს, რომ “ქართულმა ოცნებამ” არ უპასუხა კომენტარის მოთხოვნას, ან დაზუსტებას, თუ რომელ ინფორმაციას მიიჩნევენ მცდარად.

წერილში აღნიშნულია, რომ გამოძიება ეყრდნობა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ქონების შესახებ დოკუმენტებს და კონკრეტულად არ არის ნათქვამი, რომ ბიძინა ივანიშვილმა უძრავი ქონება თავად შეიძინა.

OOCRP-მა და მედია პარტნიორებმა 9 აგვისტოს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ცოლი რუსეთში ფლობს მინიმუმ 14.7 მილიონი დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას, მათ შორის მიწის ნაკვეთს, რომელიც მას ამა წლის დასაწყისში გადაეცა.