მომსახურების სააგენტომ საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა დაიწყო

მომსახურების სააგენტომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ჟენევის 1949 წლის 19 სექტემბრის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა დაიწყო.

საერთაშორისო მართვის მოწმობა გაიცემა ერთი წლის ვადით, ეროვნული მართვის მოწმობის საფუძველზე.

„დოკუმენტი მოქმედებს საქართველოს ფარგლებს გარეთ ჟენევის კონვენციის წევრ ქვეყნებში. ჟენევის კონვენციის წევრი ქვეყნების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/oDUTR

მომსახურების სააგენტოს მიერ, ასევე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ვენის 1968 წლის 8 ნოემბრის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობა გაიცემა, რომელიც მოქმედია 3 წლის ვადით. დოკუმენტი მოქმედებს საქართველოს ფარგლებს გარეთ ვენის კონვენციის წევრ ქვეყნებში.

ვენის კონვენციის წევრი ქვეყნების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/meBqd

საერთაშორისო მართვის მოწმობის მისაღებად საჭიროა დაინტერესებულმა პირმა მომსახურების სააგენტოში წარმოადგინოს: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ეროვნული მართვის მოწმობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.