“ოცნების” შავი ფული | ინფორმაციამ სავარაუდოდ მმართველი პარტიიდან გაჟონა, სახელდება ორი სავარაუდო “ოქროს მოწმე”

ბიძინა ივანიშვილი პარტიაში სავარაუდო დამნაშავეს ეძებს. ოლიგარქი ცდილობს გაარკვიოს ვინ ჩაიტანა ამერიკის შეერთებულ შტატებში ოცნების შავი სალაროს შესახებ ინფორმაცია.

სავარაუდოდ სწორედ მმართველი გუნდიდან გაჟონილი ცნობების საფუძველზე გაავრცელა ჰელსინკის კომისიამ ინფორმაცია, რომელიც მმართველი გუნდის სავარაუდო დანაშაულებრივ სქემას ამხელს.

სახელდება ორი გვარი, რომლებმაც შესაძლოა ინფორმაცია აშშ-ში ჩაიტანეს – ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და ყოფილი პრემიერი – ირაკლი ღარიბაშვილი.

შეერთებული შტატების კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია ივანიშვილისა და მისი გარემოცვის სანქცირებას ითხოვს და წერს,რომ ოლიგარქის პარტია ოპონენტების წინააღმდეგ საერთაშორისო დანაშაულებრივი ქოლცენტრებიდან შემოსულ თანხებს იყენებს.